აშშ-ის კენტუკის შტატის ქალაქ უაითსბურგში შერიფმა მიკი სთაინზმა მოსამართლე კევინ მალინზი საკუთარ კაბინეტში მოკლა.
ინფორმაციის თანახმად, შერიფი მოსამართლის მისაღებში შევიდა და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა ის მოსამართლესთან მარტო დაეტოვებინათ. შემდეგ შერიფი და მოსამართლე შევიდნენ კაბინეტში და კარები დაკეტეს, რის შემდეგაც გასროლის ხმა გაისმა.
მკვლელობის ჩადენის შემდეგ შერიფი გარეთ აწეული ხელებით გამოვიდა და პოლიციას ჩაბარდა. დანაშაულის მოტივი ოფიციალურად უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შერიფმა და მოსამართლემ სასამართლოს შენობაში იკამათეს.
კევინ მალინზი მოსამართლედ 2009 წლიდან მუშაობდა. ის ცნობილი იყო იმით, რომ სასამართლო სისტემაში მომუშავე ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს მკურნალობდა.
კომენტარები