ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა 4 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
ადგილზე რვა სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, ხანძრის ლოკალიზება ერთ საათში მოხერხდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროსთვის დგინდება ხანძრის გამომწვევი მიზეზები.
კომენტარები
