შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ცემის ფაქტზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა მოტივზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
მისი თქმით, საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს.
„გამოძიება 117-ე მუხლით არის დაწყებული, ძალიან სწრაფად მოხდა ამ საკითხზე რეაგირება. პირველადი მონაცემები რაც გვაქვს, არის ის, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს, დანარჩენს ალბათ გვეტყვის გამოძიება, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს. ვიდრე გამოძიების შედეგები არ იქნება, რაიმე მოტივზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
არსებული ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.
კომენტარები
