ევროკავშირის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თვალყურს ვადევნებთ ინფორმაციას სანკტ-პეტერბურგიდან, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი აცხადებს.
მოგერინი, რომელიც ლუქსემბურგში ევროკავშირის საბჭოს სხდომას ესწრება, სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.
„ევროკავშირის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თვალყურს ვადევნებთ ინფორმაციას სანკტ-პეტერბურგიდან. ჩვენი ფიქრები რუს ხალხთანაა“, – წერს ფედერიკა მოგერინი.
კომენტარები