კახეთში 81 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე დამწვრობის კვალი აღენიშნება. გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, ის ნაწამები და მოკლულია.
ცხედარი ოჯახის კუთვნილი ვენახიდან დაახლოებით ოთხასი მეტრის მოშორებით, ნახევრად დამწვარი ნახეს. გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს უცნობი მამაკაცები სწორედ ამ ვენახის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები
