სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო დღეიდან სამდღიანი გლოვაა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ქალაქის გუბერნატორმა გიორგი პოლტავჩენკომ გამოსცა.
სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 10 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვარცოვამ განაცხადა.
კომენტარები