ტოდ ფილიპსის ფილმი „ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის“ ამერიკული გაქირავების ანტირეკორდებს ამყარებს. Deadline-ის ინფორმაციით, გაქირავების მეორე უქმეებზე, პირველთან შედარებით სურათმა 81%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო – $7 მილიონზე ნაკლები, რაც DC-ს კომიქსების მიხედვით გადაღებული ფილმისთვის ყველაზე ცუდი შედეგია ისტორიაში.
ამ ეტაპზე „ჯოკერის“ შემოსავალი აშშ-ში $51,6 მილიონს შეადგენს, მსოფლიოში კი $165,3 მილიონს. ფილმის ბიუჯეტი კი $200 მილიონს შეადგენს.
პირველი „ჯოკერი“ 2019 წელს გამოვიდა და მსოფლიო გაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ხოაკინ ფენიქსმა „ჯოკერის“ როლისთვის „ოსკარი“ მიიღო კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“.
კომენტარები