დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო.
როგორც მან აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთადერთი მოთხოვნაა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა.
„მოგეხსენებათ, რომ გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს. ძალიან ბევრ შეუსაბამო მოქმედებებს ახორციელებენ და შესაბამისად, მას ეტყობა რაღაც სათქმელი აქვს და შეხვედრა უნდა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა და დასძინა, რომ შიმშილობა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საფრთხის შემცველია.
კომენტარები
