თერჯოლის რაიონ სოფელ ჭოგნარში დაყაჩაღებული უფლებადამცველის საქმე შს სამინისტრომ გახსნა. მომხდარზე 4 პირი დააკავეს.
დაკავებულთა სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა გატაცებული ნივთები და უკანონო იარაღი ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო ტარება-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში ადვოკატის ოჯახს უცნობი პირები 2 აპრილს დაეხსნენ თავს.
კომენტარები
