სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის სადგურზე “პრიმორსკაია” მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოებული ხელყუმბარა აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა ის ერთ-ერთ მგზავრს ჩამოართვეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა მეტროსადგური “პრიმორსკაია” შემოწმების მიზნით დახურეს.
“ნივთის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ის РГ-42 ტიპის ხელყუმბარაა. ასაფეთქებელ მოწყობილობას თანამედროვე ფალია გააჩნია, მასში ტროტილი არ აღმოჩნდა”, – აცხადებენ რუსულ მედიასთან სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.
კომენტარები