კრემლის შეფასებით, ამერიკის მიერ ასადის რეჟიმის დაბომბვა, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას დიდ ზიანს მოუტანს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანდა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ამერიკის ეს ნაბიჯი დიდ ზიანს მოუტანს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას, რომელიც ისედაც სავალალო მდგომარეობაშია”, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, ამერიკის ქმედება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში უარყოფითად აისახება.
“რაც მთავარია, პუტინი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საბოლოო მიზანთან კი არ მიგვიყვანს, პირიქით, ქმნის ბარიერს საერთაშორისო კოალიციისათვის, რომ მსოფლიო ბოროტებაზე ეფექტურად იმოქმედოს”, – განაცხადა პესკოვმა.
კომენტარები