საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა „გაოცება“ გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სირიაში ავიაბაზის დაბომბვის ბრძანებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ არ ჩაერეოდა სირიის კონფლიქტში.
„ნუთუ ძალიან ბევრის თხოვნას ნიშნავს დაელოდო დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების შედეგებს, ვიდრე ასეთ დარტყმებს განახორციელებ?“ – განაცხადა მარინ ლე პენმა France 2-ის ეთერში.
როგორც მარინ ლე პენმა აღნიშნა, ის გაოცებულია ტრამპის ამ გადაწყვეტილებით, ვინაიდან „ტრამპმა აღნიშნა, რომ აღარ სურს აშშ საერთაშორისო ჟანდარმი იყოს“.
„იმედია, ერაყის ან ლიბიის სცენარი არ გამეორდება, ვინაიდან იმ პროცესებმა ქაოსი გამოიწვია, რამაც ფუნდამენტალისტი ისლამისტები და ტერორისტული სტრუქტურები გააძლიერეს“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.
კომენტარები