ე.წ. სამხრეთ ოსეთში 9 აპრილისთვის დაგეგმილ „რეფერენდუმს და“საპრეზიდენტო არჩევნებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გმობს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ ოკუპირებულ აფხაზეთში 12 და 26 მარტს ჩატარებული არალეგიტიმური „საპარლამენტო“ არჩევნების შედეგებს. ასევე, არ ვაღიარებთ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დაგეგმილ არალეგიტიმურ არჩევნებს“, – წერია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ეს არალეგიტიმური არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი ტარდება საქართველოს ტერიტორიებზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე.
„ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი პოზიცია ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით არის მკაფიო – ეს რეგონები არის საქართველოს განუყოფელი ნაწილები“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – არ ვაღიარებთ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დაგეგმილ არალეგიტიმურ არჩევნებს
2017/04/08 12:23:15

ნანახია: 1208 ჯერ