ალექსანდრიაში მდებარე წმინდა მარკოზის სახელობის კოპტურ ეკლესიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი, ბოლო ინფორმაციით, 70-მდეა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმის მომენტში ეკლესიაში სრულიად აფრიკისა და ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე იმყოფებოდა, რომელმაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებული მსახურება ჩაატარა.
გავრცელებული ინფორმაციით, თეოდორე მეორემ ტაძარი აფეთქების მომენტში დატოვა და ის არ დაშავებულა.
დღეს დილით ქალაქ ტანტაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი კი უკვე 26-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 70-ს აჭარბებს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
კოპტურ ტაძარში აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებული მსახურება მიმდინარეობდა.
კომენტარები