ნორვეგიაში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ოსლოს ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების საქმეშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია, ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაკავებულია 17 წლის მოზარდი.
პროკურორის განცხადებით, მოზარდი ნორვეგიაში რუსეთიდან მშობლებთან ერთად ჩავიდა და ისინი ქვეყნაში თავშესაფარს ითხოვდნენ.
ოსლოს პოლიციის ცნობით, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ მეტროსადგურში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი თივთიერება, რომლის გაუვნებელყოფაც შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს.
კომენტარები