რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).
კომენტარები