აქციის მონაწილეები, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან.
მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.
მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოს აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.
ცნობილია, რომ დღევანდელ აქციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება და ის მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.
კომენტარები