საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება პერიოდულად იძაბება. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ამ დროისთვის დაპირისპირებაა.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები პოლიციის მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგანს ისვრიან, რის შემდეგაც სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლს იყენებენ.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები ერთმანეთს 9 აპრილის ქუჩაზე შეკრებისკენ მოუწოდებენ, რადგან სამართალდამცველების მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, ისინი პერიოდულად ბრუნდებიან 9 აპრილის ქუჩაზე. ამასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი რჩება თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან. მათ ცოტა ხნის წინ დააზიანეს შენობის შესასვლელი კარი, ჩაამსხვრიეს მინები.
წყლის ჭავლის გამოყენებამდე რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები შსს-მ სპეციალური ხმოვანი სიგნალით გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა.