ჟურნალისტი ნინო მაისურაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”უკაცრავად და როგავა ჟურნალისტია? (ვინც როგავებს ჟურნალისტებად მიიჩნევთ, ვაი თქვენს პატრონს 😉 ) კაი, დაუშვათ ჟურნალისტია, მაშინ „იმედის“ ჟურნალისტებს რატომ არ ესოლიდარულ-ელამუნებით?! აა, ეგენი მიკერძოებულები არიან და როგავები თავისუფალი სიტყვის შუქურები, ხო? 🙂 კარგი, მაგასაც გავანებოთ თავი. პოლიციელებს პიროტექნიკიდან დაწყებული, ბებიაჩემის მურაბის ქილებით დამთავრებული, რაც ხელში მოხვდათ, ყველაფერი რომ დაუშინეს და 30-ზე მეტი პილიციელი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგ ამბავზე როგორ ხართ, „ნუჩურიტებს“ აკეთებთ? 🙂 აი, ამერიკასა და ევროპაში თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუგდოთ პოლიციელს, ხომ იცით რაც მოგივათ? კარგი, ეგეც იქით იყოს… ახლა ის მითხარით, რა ამბავში გაიღვიძეთ ჩელიაბინსკში, პუტინის გვერდით? ააა, შეიძლება იმ ჩურჩუტელა, მაგრამ ლამაზი მოცეკვავესავით არ იცით, მაგრამ ტანით გრძნობთ, ხო? 🙂 აქამდე მართლა ვერთობოდი თქვენით, მაგრამ ახლა ვეღარც ვერთობი… სასაცილო ის არის, რომ ძირითადად ის კალიბრი ევროპელობს, ვინც სამადლოდ წაიყვანეს ან ბანკის სესხით წატრაშუნდა „ევროპებში“ ,,სამოგზაუროდ” და ახლა გვასწავლიან მე და ჩემნაირებს, თუ რა არის ევრობა 🙂 მოდით რა, მორჩით ამ თავების გაბრაზებას, ცოტა თავმოყვარეობას მოუხმეთ. მარტო რუსს კი არა, ნურავის დავისვამთ თავზე და თუ ასე გვინდა ევროპა, მართლა ღირსებით შევიდეთ და არა როთების და კუბილიუსების ტურტილანი ფეხების ლოკვით. <3
სიყვარულით თქვენი ნინელა ;)”