ვერავინ დამაჯერებს, რომ ვინც ის პერიოდი გამოიარა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას?! ეს არის წარმოუდგენელი, – განაცხადა უფლებადამცველმა ლალი აფციაურმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„დანარჩენები ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტებია, საიდან მოვიდნენ აბა? იქ (აქციაზე) უცხო სახე ვინ არის?! შემძვრალნი არიან ბუჩქებში და გამოხტებიან, თითქოს აქციის ორგანიზატორები არ არიან“, – აღნიშნა ლალი აფციაურმა.
მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.
„არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაა თუ პოზიცია, ნებისმიერიო ძალადობა მიუღებელია. მაგრამ იმ, დროს როდესაცასეთი გავეშებული ახალგარზდები,როდესაც უფროსი არავინ ჰყავთ და არავინ ეუბნება, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, რომ შეუშვა პარლამენტის შენობაში, რას გააკეთებენ?! გადაწვავენ ყველაფერს“, – აღნიშნა ლალი აფციაურმა.
კომენტარები