სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპო დატოვეს მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა ქალაქზე თითქმის სრული კონტროლი მოიპოვეს. ოთხშაბათს დაჯგუფება ჰაიატ თაჰრირ ალ-შამის მიერ დაწყებული იერიშის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებში 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათთან ერთად იბრძვიან თურქეთის მხარდაჭერით მოსარგებლე სირიის გამათავისუფლებელი ძალები. ისინი ამ დროისთვის ალეპოს, ქალაქის აეროპორტსა და გარშემო არსებულ დასახლებებს აკონტროლებენ.
მეამბოხეების მიერ დაკავებული პოზიციები შაბათს რუსეთის ავიაციამ დაბომბა, რაც 2016 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და სტაბილურობის დაცვის პირობა დადო.
კომენტარები