შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი „ბრიკსის“ ქვეყნებს ტარიფების 100 პროცენტით გაზრდით ემუქრება, თუკი ისინი ამერიკულ დოლარზე უარს იტყვიან და ალტერნატიულ ვალუტაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადებენ. აღნიშნულის თაობაზე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „სოუშელ თრუზე” დაწერა და გაერთიანების ქვეყნებს ახალი სავალუტო ერთეულის შექმნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ახალი ვალუტის და მასთნ ერთად გლობალური ფინანსურ საგადასახადო სისტემის შექმნის ინიციატორი რუსეთია. პლატფორმა, სახელწოდებით „ბრიკს ბრიჯი“ მოსკოვმა ჯერ კიდევ ივნისში დააანონსა. საკითხზე ყაზანში გამართულ სამიტზე იმსჯელეს. გავრცელებული ცნობით, ახალი ვალუტისა და საგადასახადო სისტემის შექმნით რუსეთი მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე ამერიკის შეერთებული შტატების დომინირების შესუსტებას ცდილობს.
კომენტარები