გურჯაანში, 27 წლის მამაკაცმა 24 წლის გოგონა ცოლად შერთვის მიზნით ძალის გამოყენებით მოიტაცა.
როგორც ცნობილია, გოგონამ დახმარებისთვის პოლიციას რამდენიმე დღით ადრე მიმართა რადგან ხშირად იყო შემთხვევები როდესაც, მას აწუხებდნენ და თავისუფლების უკანონო აღკვეთით ემუქრებოდნენ.
ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ პოლიციისთვის ცნობილია იმ ავტომობილის მოდელი და ნომერი, რომლითაც გოგონა გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასჯელის სახით, შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები