როდესაც საქმე ეხება რუსეთს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ალიანსი ძალიან მნიშვნელოვანია, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი არსად წასვლას არ აპირებს, ამიტომ „ჩვენ მოგვიწევს, მასთან ერთად ცხოვრების გზები ვიპოვოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი ცივი ომი“.
„ქიმიური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენება მიუღებელია და არ შეიძლება პასუხგაუცემელი დარჩეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
კომენტარები