მსახიობი ზურა ყიფშიძე კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თემა, რომელიც მსახიობების ხელფასების შემცირებას ეხებოდა, სულ სხვა გზით უნდა წასულიყო.
“ეს უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა მსახიობებსა და ხანდაზმულებზე, როგორ უშვებენ და ისე გამოიყენეს, რომ თითქოს მე ვკვდები შიმშილით და გიორგის რაღაც სისულელე ჩასვეს. არ მინდა ამ თემაზე საერთოდ საუბარი. მართალია მინისტრი, ოღონდ მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს, საშინელებაა”, – განაცხადა მსახიობმა, – აღნიშნა მსახიობმა ტელეკომპანია „იბერიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ზურაბ ყიფშიძე საბიუჯეტო დაფინანსების თუმანიშვილისა და მარჯანიშვილის თეატრებიდან იღებს, ასევე შემოსავალი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდანაც აქვს, სადაც ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია.
კულტურის მინისტრის განცხადებით, გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, ყიფშიძე ასევე “ქართუ ფონდის” გრანტითაც ფინანსდება.
მიხეილ გიორგაძეს კონკრეტულ თანხებზე არ უსაუბრია, თუმცა მისი განცხადებით, ყიფშიძის საერთო შემოსავალი რამდენიმე ათას ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი ყიფშიძე მამის, ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლის ყოფაზე ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა.
ზურა ყიფშიძე – მართალია მინისტრი, ოღონდ მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს
2017/04/13 16:26:39
კომენტარები
ნანახია: 1895 ჯერ