სირიაში, დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში, კოალიციურმა ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საწყობზე, სადაც ქიმიური იარაღი ინახებოდა, ავიაიერიში მიიტანეს, – ამის შესახებ რუსული პრესა სირიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
სირიის გენშტაბის ცნობით, იერიშის ტერიტორიაზე წარმოიქმნა კვამლის თეთრი ღრუბელი, რომელიც მოგვიანებით გაყვითლდა, რაც ტერორისტების საწყობში დიდი ოდენობით ქიმიური იარაღის არსებობაზე მიუთითებს. გენშტაბი აქვე დასძენს, რომ სირიის ხელისუფლება ქიმიურ იარაღს არ ფლობს.
4 აპრილს იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმისას ბოლო ინფორმაციით, 90-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 18 ქალია. სირიის ხელისუფლება ქიმიურ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.
კომენტარები