„რია ნოვოსტი”-ს ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა რუსეთის ომსკის ოლქში სატვირთო მატარებლის და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად.
ადგილობრივი საგანგებო მოვლენათა სამსახურის ინფორმაციით, შეჯახება სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა. მიკროავტობუსში 10 ბავშვი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად მძღოლი და მასწავლებელი დაიღუპნენ. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.
ამჟამად მომხდარის გამოძიებაა დაწყებული.
კომენტარები