საქართველო შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახდენს თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზებას და ებრძვის კორუფციას, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის საგარეო საქმეთა სკოლაში სიტყვით გამოსვლისას.
„მე ყოველთვის ვუსვამდი ხაზს იმას, რომ მსგავსი რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანია ნატო-სთან დასაახლოვებლად, მაგრამ ამ მიზნის მიუხედავადაც უნდა ხდებოდეს კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ნატო-ს კარები ღიაა და ნატო-ს გაფართოება აპლიკანტი ქვეყნისა და 28 (მალე 29) წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია და არავის აქვს უფლება ამაში ჩაერიოს.
კომენტარები