თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში 32 წლის ვასილ რაზმაძე ერთდღიანი ძებნის შემდეგ სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა სოფელში მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ.
დაღუპულის თანასოფლელები ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე მამაკაცს კონფლიქტი ნათესავებთან მოუვიდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
კომენტარები