ხვალ თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართება.
კამპანია ოფიციალურად დღეს დასრულდება, თუმცა მანამდე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მხარდამჭერებს სიტყვით კიდევ ერთხელ მიმართა. პრეზიდენტმა ტრადიციულად ევროკავშირი გააკრიტიკა და ის “ავადმყოფ კაცს” შეადარა.
საკონსტიტუციო ცვლილებები თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოლისების გაზრდას ითვალისწინებს. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, რეფერენდუმზე გატანილ საკითხს მხარს მოსახლეობის 51% უჭერს.
კომენტარები