ამით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ აქ ის „დიფ სტეიტი“, რასაც ბატონი ტრამპიც ამბობს, ჩრდილოვანი მმართველობა, „გლობალური ომის პარტია“, როგორც გინდათ ისე თარგმნეთ, ეს იყო ჩართული თავიდან ბოლომდე, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
„ამის ლუსტრაცია მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანა არ გავყიდეთ. ეს არის ჯილდო ქვეყნის სიყვარულისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
„კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული დავა, რომ პოლიტიკური იარაღია ეს ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულმა სანქციებმა დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციების ფარგლებში, ამერიკის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს „კრედიტ სუისთან“ დავაში მოგებულ თანხას.
კომენტარები