„ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ კურსს, რომელიც აფხაზეთის თითოეული მოქალაქისთვის თანაბარ შესაძლებლობებს ქმნის. აქ ყველა უნდა გრძნობდეს სიმშვიდეს და ნაციონალური თანხმობა უნდა არსებობდეს“, – განაცხადარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ლავროვმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნაზე და აღნიშნა, რომ ეს სამეკავშირეო ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურებაა. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზი და რუსი ბიზნესმენები ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ. რაულ ხაჯიმბამ ლავროვს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ „ბევრი რამე შეიცვალა.
“რუსეთი და აფხაზეთი ორმხრივ ურთიერთობებს ავითარებენ. ეს ეხება საზღვრის ერთობლივ დაცვას, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულ მიღებას რა მრავალ სახვა საკითხს. ახალი საელჩოს გახსნა ჩვენი ურთიერთობების კიდევ ერთი მაჩვენებელია“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
დღესვე ლავროვი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს შეხვდება.
სერგეი ლავროვი – აფხაზი და რუსი ბიზნესმენები ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ
2017/04/19 14:20:09

ნანახია: 1205 ჯერ