უკრაინული პარტია “Воля”, რომელსაც უკრაინის უმაღლეს რადაში ინდივიდუალური დეპუტატი იური დერევიანკო წარმოადგენს, პარტია “Рух новых сил”-თან გაერთიანდა, რომლის წარმომადგენელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია. აღნიშნულის შესახებ პარტია “Воля”-ს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.
გაერთიანების პრეზენტაცია უმაღლეს რადასთან, მოედანზე შედგა. შესაბამისს ვიდეომასალას ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
ვიდეოჩანაწერში ისმის მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა, რომ მის პარტიას 9 მერი და ადგილობრივი საბჭოების 500 დეპუტატი შეუერთდა. მისი თქმით, პარტია ეცდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხის გატანას.
კომენტარები