უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რეგიონში ადგილი აქვს ნამდვილ ომს.
„ზოგიერთები ცდილობენ დონბასში არსებულ სიტუაციას გაყინული კონფლიქტი უწოდონ. ნუთუ ეს გაყინული კონფლიქტია? ეს ნამდვილი ომია“, – განაცხადა პოროშენკომ Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დონბასში 69 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 420 სამხედრო კი დაშავდა. პეტრო პოროშენკო დარწმუნებულია, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შენარჩუნება დონბასში სიტუაციის საბოლოო დარეგულირებამდე უნდა მოხდეს.
კომენტარები