პაკისტანის ქალაქ სიალკოტში ქალებმა შიიტების მქადაგებელი მოკლეს, რომელსაც 10 წლის წინ მკრეხელობაში დასდეს ბრალი.
პოლიციის ცნობით, ფაზალ აბასის სახლში, სადაც ის ლოცვებით ხალხს კურნავდა, ბურკაში გამოწყობილი სამი ქალი მივიდა. მათ მქადაგებელს განკურნების რიტუალის ჩატარება სთხოვეს, რომლის დროსაც ერთ-ერთმა ქალმა პისტოლეტიდან ესროლა.
პოლიციამ დამნაშავეები დააკავა. ისინი ამტკიცებენ, რომ თავიანთი ინიციატივით მოქმედებდნენ.
კომენტარები