პარიზში ხუთშაბათს საღამოს მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი მეორე პირი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა. ის ქალაქ ანტვერპენის პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა.
მანამდე საფრანგეთის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ მამაკაცს ბელგიის ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ეძებს. აღიარებს თუ არა ის ტერაქტთან კავშირს, უცნობია.
ცნობისთვის, პარიზში ხუთშაბათს საღამოს მომხდარი სროლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სროლის შედეგად კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიჭრა.
კომენტარები