ძლიერმა ქარმა რუსთავში საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა.
ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა ყოფილი ბავშვთა სახლის სამზარეულოს შენობას. ადგილზე მობილიზებული იყვნენ რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები.
ძლიერმა ქარმა რუსთავში ელექტროსადენებიც დააზიანა, რის გამოც რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
მერიის ცხელ ხაზზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ამ დროისათვის 30-ზე მეტი შეტყობინებაა შესული.
კომენტარები
