უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია და ადგილზე გაეცნო მავთულხლართების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.
იგი გაესაუბრა ადგილობრივ მკვიდრს დავით ვანიშვილს, მიიღო ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალებისმხრიდან მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს შექმნილივითარების შესახებ.
იგი გაესაუბრა ადგილობრივ მკვიდრს დავით ვანიშვილს, მიიღო ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალებისმხრიდან მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს შექმნილივითარების შესახებ.
„აქ მე იგივე გრძნობა მეუფლება, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში გამყოფ ხაზთან ყოფნისას. იგივე გრძნობა მაქვს როცა მივდივარ უკრაინაში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში. სამწუხაროდ, უკრაინაში ყოველდღე და ყოველღამე კვლავ ისმის სროლის ხმა. ჩვენი გმირები დაიღუპნენ, ზოგი დაიჭრა. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იბრძვის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს არ არის პოლიტიკა, ეს ადამიანებს ეხება, მათ გრძნობებს, იმას, თუ როგორ ესმით მათ დემოკრატიული და ევროპული საქართველო. ჩვენც იგივე ღირებულებები და მიზნები გვაქვს. ეს არის ევროინტეგრაცია. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და საფრთხეები, ამიტომაც ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა კლიმკინმა.
კომენტარები
