აშშ-ის პრეზიდენტის რძალი, ლარა ტრამპი Fox News-ზე გადაცემას წაიყვანს, – იუწყება People-ი.
42 წლის ლარა ტრამპი წაიყვანს გადაცემას «My View with Lara Trump», რომელიც 22 თებერვლიდან დაიწყება. ის იქნება პირველი აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ოჯახის წევრი, რომელიც ტელეწამყვანი გახდება.
„მე ძალიან მიხარია წარმოვაჩინო ჩემი თავი Fox News-ზე, პირდაპირ ვესაუბრო ამერიკელ ხალხს და აღვნიშნო, თუ რა ქმნის ამ ქვეყანას ასეთ დიადს. „ამერიკის ოქროს ხანის“ გაშუქებისას მე მოუთმენლად ველი, სად მიიყვანს ეს დრო ჩვენს ქვეყანას და სად მიმიყვანს ეს შესაძლებლობა მე მომავალში“, – განაცხადა ლარა ტრამპმა.
ლარა, დონალდ ტრამპის შუათანა ვაჟის, ერიკ ტრამპის მეუღლეა. წყვილმა 2014 წელს იქორწინა. მათ ორი შვილი ჰყავთ.
კომენტარები