რუსეთი თალიბანს იარაღით ეხმარება, – ამის შესახებ გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ჯიმ მეთისთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
ამერიკელი სამხედროები და პოლიტიკოსები ამ თემაზე საუბარს იწყებენ. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ რუსეთის “უარყოფითი გავლენის” გამო თალიბანზე.
თუმცა, კითხვაზე უზრუნველყოფს თუ არა ფართო მასშტაბებით რუსეთი თალიბანისათვის იარაღის მიწოდებას, ნიკოლსონმა უპასუხა: “არა, მე ამას არ ვგულისხმობ”.
მოსკოვი აშშ-ს თავიდანვე აკრიტიკებდა მისი პოლიტიკის გამო ავღანეთში. რუსეთმა უარყო მეამბოხე ჯგუფისთვის რაიმე დახმარების აღმოჩენა. თუმცა, არ უარყო რომ ის მხარს უჭერს თალიბანის ხელმძღვანელობას, რათა მშვიდობიანი მოლაპარაკებები დაიწყოს.
მისივე თქმით, ბოლო 18 თვის განმავლობაში იარაღის მიწოდება დაჩქარდა.
კომენტარები