ძლიერი მიწისძვრა ჩილეში – ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.9 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა იგრძნობოდა დედალაქ სანტიაგოშიც.
ბიძგების გამო წყნარი ოკეანის სანაპიროზე განგაში გამოცხადდა, თუმცა მალევე გაუქმდა.
მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა – მინიმალურია ზარალიც. თუმცა მომხდარის გამო რამდენიმე საათით მობილური კავშირი პარალიზებული იყო.
კომენტარები