„უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“რუსთავი 2 -ი ვერ ააგორებს ახალ რევოლუციას.
რუსთავი 2 ვერ ჩამოგდებს ხელისუფლებას, როგორც 2003-ში.
რუსთავი 2 ვეღარ შეუვარდება პირველი თავისი კამერებით ადამიანებს პირად სივრცეში და პირად ცხოვრებაში.
რუსთავი 2 ვეღარ დაამცირებს ადამიანებს განსხვავებული შეხედულებების გამო.
რუსთავი 2- ვერ გაიმარჯვებს ქართველ ხალხზე, როგორც ეს 2003 ში მოხდა, რადგან ჩვენ 2012 წელს უარი ვუთხარით სააკაშვილის პირსისხლიან რეჟიმს და მის საინფორმაციო საშუალებებს.
საქართველოს ისტორიაში არავის არ მოუტანია იმდენი უბედურება რამდენიც რუსთავი 2-მა მოუტანა საქართველოს.
რომ არა რუსთავი 2, საკაშვილი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა.
რომ არა რუსთავი 2 არ დავკარგავდით ტერიტორიებს და არ იქნებოდა 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი.
აქედან გამომდინარე, რუსთავი 2 -მა თავის თავს განაჩენი უკვე გამოუტანა და იმედია ახალი ხელმძვანელობის მოსვლის შემდეგ ამ ტელეკომპანიას სახელსაც შეუცვლიან, რადგან როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა” ასოცირდება სისხლთან, უდანაშაულო ხალხის დახვრეტებთან, ტერიტორიების დაკარგვასთან და ა.შ. ასევე რუსთავი 2 ასოცირდება ამ სისხლთან და დანაშაულებებთან.” – წერს მჟავანაძე.