აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლებმა ვაშინგტონში მდებარე შტაბ-ბინა დატოვეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მათ პირადი ნივთების შესაგროვებლად 15 წუთი მისცეს.
სააგენტოს შტაბ-ბინიდან გამოსული USAID-ის თანამშრომლები იქ შეკრებილებმა, მათ შორის, კოლეგებმა და მხარდასაჭერად მისულმა მოქალაქეებმა ტაშითა და შეძახილებით გააცილეს.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სააგენტოს დახმარების კონტრაქტების 90%-ზე მეტს წყვეტს.
ტრამპმა იანვარში გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, 90 დღით შეაჩერა საგარეო დახმარების ყველა პროგრამა, რათა ჩაეტარებინა შემოწმება და დარწმუნებულიყო, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულით დაფინანსებული ყველა პროექტი შეესაბამებოდა მის პოლიტიკას – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.