ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად ფეხსაცმლის საამქრო დაიწვა.
ხანძარი სავარაუდოდ ელექტროსადენს გაუჩნდა, რომელიც მთლიანად შენობას მოედო. ხანძრის შედეგად 700 კვ.მეტრი ფართი დაიწვა.
საამქროს თანამშრომლების ინფორმაციით, ზარალი საკმაოდ დიდია.
კომენტარები
