გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური გაერთიანების ბლოკმა“ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულეს.
ბლოკის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ, ერთობლივად იმუშაონ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე, შესაბამისი კანონპროექტების წარდგენას კი მომავალ კვირას გეგმავენ.
„კოალიციაზე მოლაპარაკებებს საფუძვლად დაედო ერთობლივი დოკუმენტი, რომლის რეალიზებასაც ჩვენ მომავალი კვირიდან დავიწყებთ. რეალურად, ეს არის შეთანხმება სამ ძირითად საკითხზე. პირველი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ეხება, მეორე – ფრენებს, მესამე კი დასაქმებასა და ეკონომიკას. უპირველესი საკითხი მიგრაციაა. ჩვენს ევროპელ მეზობლებთან კოორდინაციით საერთო საზღვრების კვეთასა და ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებლების შემოშვებას გავამკაცრებთ. ჩვენ არალეგალური მიგრაციის შესამცირებლად საკონსტიტუციო ზომებსაც მივიღებთ. სასაზღვრო კონტროლს ჩვენი ერთობლივი კოალიციის მუშაობის პირველივე დღიდან გავაძლიერებთ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.