ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს წერილობით ბოდიში მოუხადა.
„[ვოლოდიმირ] ზელენსკიმ პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. მან ბოდიში მოიხადა ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის გამო“, – აღნიშნა სტივ უიტკოფმა.
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან.
კომენტარები