ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ კენჭისყრაზე ორგანიზაციის მოქმედ თავმჯდომარე მ. აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე გადაწყვეტილება მიიღო, პედრო აგრამუნტისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადების ტექსტში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პედრო აგრამუნტს აღარ აქვს უფლება ოფიციალური ვიზიტები განახორციელოს, მონაწილეობა მიიღოს რაიმე ღონისძიებაში და საჯარო განცხადებები გააკეთოს ასამბლეის სახელით.
ასამბლეის წარმომადგენლების თქმით, აგრამუნტმა დაკარგა კოლეგების ნდობა.
ბიურომ აღნიშნა, რომ პედრო აგრამუნტს არ წარუდგენია გადადგომის შესახებ განცხადება.
კომენტარები