მარნეულის სოფელ თაქალოში 17 წლის გოგო მოიტაცეს. შემთხვევა დღეს დილით, 11:00 საათისთვის მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ბრალდებულის ვინაობა უკვე ცნობილია და მისი ადგილმდებარეობის დადგენა მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
კომენტარები
