საგარეჯოს პოლიცია 15 წლის მოზარდს ეძებს. სოფელ წყაროსთავის მაცხოვრებელი იოსებ გიგაური, მეზობელ სოფელ უდაბნოში ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა და უკანასკნელი რამდენიმე დღეა იგი არავის უნახავს.
რუსთავი 2-ის ცნობით, მოზარდის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბიჭის გაუჩინარების შესახებ 2 დღის წინ შეიტყვეს, ოჯახმა ფერმერის ვინაობა არ იცის, მხოლოდ მისი ტელეფონის ნომერი აქვთ, სადაც მათ რამდენჯერმე დარეკეს, თუმცა მოგვიანებით, მათი თქმით, ტელეფონი გაუთიშეს.
მათივე თქმით, გუშინ მათთან მივიდნენ ფერმის წარმომადგენლები და უთხრეს, რომ იოსებ გიგაური გაუჩინარდა. ოფიციალური შეტყობინება დაკარგული მოზარდის ოჯახმა 112-ში გუშინ გააკეთეს, რის შემდეგაც მათთან სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
კომენტარები
