ფერმის მეპატრონე არასრულწლოვან ბიჭს ცხენების ქურდობასთან ერთად ფულის მოპარვაშიც ადანაშაულებს.
ფერმის მეპატრონის განცხადებით, არასრულწლოვანმა მისი ფერმიდან ცხენსა და კვიცთან ერთად 150 ლარიც მოიპარა.
რაც შეეხება ოჯახის ბრალდებებს, რომ ფერმის ხელმძღვანელებმა ხელფასი არ გადაუხადეს, ზალიაშვილის თქმით, ოჯახმა თვითონ სთხოვა, რომ რამდენიმე თვის ხელფასი ერთიანად მიეცა ხოლმე, რათა ყოველთვიურად არ დახარჯვოდა.
”არანაირი ზეწოლა და დაპირისპირება მასთან არ ყოფილა. ცხელსა და ცივს არ ვაკლებდით, 200 ლარი ჰქონდა ხელფასი. თვითონვე გვთხოვეს, რომ ყოველთვიურად არ მიგვეცა ფული, რომ არ დახარჯვოდა. დაინახეს, როცა ცხენი და კვიცი მიჰყავდა. პურის საყიდლად მივდივარო თქვა. თვითონვე აღიარა დანაშაული, ჩვენება წუხელისვე მისცა”, – განაცხადა ფერმის მეპატრონემ.
მისივე თქმით, ცხენი არასრულწლოვნის მამასთან არის, კვიცი და ფული კი უცნობია.